hama1
საქართველო 
აფხაზეთი
 აფხაზეთი- მუდამ მზიანი, ლამაზი და წარმტაცი მხარეა, რომელიც დღეს ქართველი ერისთვის დროებით შორეულია. 1992 წლის 14 აგვისტოს ღიმილი ცრემლებად შეიცვალა, მეგობრობის და ძმობის ხიდი ჩატყდა. ის დარჩა გაღმა ნაპირზე, მეორე მხარეს კი ჩვენ.   აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის გაუნელებელი ტკივილი და უპირველესი საზრუნავი. მშობლიურ ქვეყანაში დევნილად იქცა ასიათასობით ჩვენი თანამემამულე.  ისტორიის ბედისწერამ მათ მძიმე ხვედრი არგუნა. აფხაზეთი ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზითა და მრავალფეროვანი პეიზაჟებით, რაც მას მიმზიდველ ადგილად აქცევს ბუნების მოყვარულთათვის. გამოირჩევა თვალწარმტაცი სანაპირო ზოლით, ულამაზესი ქვიშიანი პლაჟებით და სუფთა ფირუზისფერი წყლებით აფხაზეთი სავსეა ტბებითა და მდინარეებით, რაც მას ბუნებრივ ხიბლს მატებს. რიწას ტბა არის ცნობილი მყინვარული ტბა, რომელიც გარშემორტყმულია აყვავებულ ტყეებითა და მთებით, ქმნის მშვიდ და თვალწარმტაც გარემოს. აფხაზეთს აქვს რამდენიმე დაცული ტერიტორია და ეროვნული პარკი, რომლებიც ინარჩუნებენ მის მდიდარ ბიომრავალფეროვნებას. მაგალითად, პიცუნდას ეროვნული პარკი მოიცავს მრავალფეროვან ეკოსისტემას უძველესი ტყეებით, უნიკალური ფლორისა და ფაუნით, მათ შორის იშვიათი ფრინველების სახეობებით. აფხაზეთი ცნობილია თავისი ბოტანიკური ბაღებით, სადაც წარმოდგენილია მცენარეთა მრავალფეროვნება. ეგზოტიკური და სუბტროპიკული მცენარეები, წყნარი ბილიკები და განსაცვიფრებელი პეიზაჟები. აფხაზეთის მრავალფეროვანი ეკოსისტემები მხარს უჭერს ფლორისა და ფაუნის მდიდარ მრავალფეროვნებას. მის ტყეებში ბინადრობს სხვადასხვა სახეობები, მათ შორის მუხა, წიფელი და ნაძვის ხეები, ხოლო მისი ჭაობები ფრინველების, ამფიბიების და სხვა ველური ბუნების ჰაბიტატებს იძლევა. გვჯერა, ჩვენი ერთიანი მტკიცე ნება გახდება ჩვენ შორის მშვიდობისა და თანხმობის აღდგენის, ძმობის დაბრუნების მყარი საფუძველი.  გვჯერა ერთად აშენებული  მშვიდობიანი მომავალის, რომ ერთად ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ, წარმატებულ საქართველოში.  

სტატიის ავტორი:
Hama.ge
2023-07-14

სრულად ნახვა
საქართველო 
ბათუმი
ბათუმი მყუდრო ზღვისპირა პატარა ქალაქი, რომლის კონტრასტებიც გაკვირვებთ, განვითარების ტემპი გაოცებთ, ხოლო სიმწვანე გამშვიდებთ, ეს თანამედროვე ბათუმის მოკლე დახასიათებაა სტატისტიკისა და ისტორიის გარეშე. ყველაზე შთამბეჭდავი ბათუმური კონტრასტი, კი ზღვისა და მთების საოცარი სიახლოვეა, რომელსაც განსაკუთრებულად ბათუმის ბულვარში სეირნობისას შეიგრძნობთ , აქ ერთმანეთს ერწყმის კავკასიონის მთებისა და შავი ზღვის  ჰაერი და თვალწინ იშლება ულამაზესი პეიზაჟები.     საოცრებათა პარკში სეირნობისას აუცილებლად მიიქცევს თქვენ ყურადღებას მარადიული სიყვარულისა ქანდაკება "ალი და ნინო", რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.  როგორც კი ქანდაკებას მიუახლოევდებით, თქვენ დაინახავთ ათობით ადამიანს, რომლებისც ცდილობენ კადრზე აღბეჭდონ ცნობილი რომანის პერსონაჟების სასიყვარულო, ნელი შერწყმა ერთმანეთთანს. მერწმუნეთ არც თქვენ დარჩებით გულგრილი ამ შთამბეჭდავი სანახაობის შემდეგ და  თქვენს კოლექციას კიდევ ერთი ლამაზი ვიდეო შეემატება. ძველ ბათუმში სეირნობისას ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ, ვიწრო და პატარა ქუჩები,  საუკუნოვანი  სახლები ეკლექტიკური არქიტექტურით, ორიგინალური ეზოები, ისტორიული ეკლესიები, მეჩეთი და ცნობილი „პიაცა“.  რესტორანი, კაფე - ბარი და სასტუმრო, მუსიკა, ხალხმრავლობა, კონცერტები, გამოფენები და უბრალოდ სასიამოვნო  გარემო - ეს პიაცაა.    ანბანის კოშკი 130 მეტრი სიმაღლის, დნმ-ის სტრუქტურული მოდელის ანალოგიური, ქართული ანბანის 33 ასოიანი კოშკი, კოშკი ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი სუკეთესო თანამედროვე არქიტექტურული შენობაა. თუ აჭარაში მდებარე ულამაზეს ქალაქს ბათუმს ესტუმრებით, ის სულ სხვანაირი დაგხვდებათ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თქვენ დაათვალიერებთ ბევრად დახვეწილსა და გემოვნებით შექმნილ არქიტექტურულ ნამუშევრებს, რომელიც მნახველს აოცებს, თავისი მდიდრული, საინტერესო და მოხდენილი გარემოთი, სწორედ ასეთს მიეკუთვნება  "Courtyard Marriott  By Alliance Group in Batumi" რომელიც ალიანს ჯგუფის ერთ-ერთი მსხვილი პროექტია. Redison blue batumi კავკასიის ყველაზე მაღალ, 205 მეტრიან შენობაში განთავსებული „ლე მერიდიენ" ბათუმი ევროპული შარმითა და დახვეწილობით სავსე მოგზაურობის გამოცდილებას გპირდებათ. სასტუმრო გამორჩეულ ადგილას, ისტორიული ბათუმის ბულვარის შუაგულში, ზღვის სანაპიროდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. აქ თქვენ გელოდებათ თანამედროვე დიზიანით, ადგილობრივი ელემენტებით შთაგონებული ინტერიერითა და დახვეწილი ფერთა გამით გამორჩეული 105 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახი ულამაზესი პანორამული ხედებით. ეს უნდა ყოფილიყო ამერიკული ტექოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც ქართველების უმეტესობა განათლებას მიიღებდა უფასოდ. სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში (Hotel Radisson Blu Batumi) მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ზღვის სანაპირო ზოლიდან 100 მეტრში. იგი ინდივიდუალურად ესადაგება როგორც საქმიანი მოგზაურობის, ასევე შევებულებაში მყოფი დასვენების მოყვარულებს.    ბათუმის ახალ ბულვარში მოქანდაკე გელა წულაძის „ყირამალა“ 2009 წელს განათავსეს. მიწაზე ცალი ხელით მდგარ ადამიანს მეორე ხელში გული უჭირავს. რკინის კონსტრუქციები გულით, რომელიც სხვადასხვა შინაარსს ატარებს, ქანდაკებების სერიაა და როგორც ახალ, ასევე ძველ ბულვარში, სანაპიროზეა განთავსებული.  

სტატიის ავტორი:
Hama.ge
2023-07-14

სრულად ნახვა
საქართველო 
ქუთაისი
ქუთაისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მესამე ქალაქი საქართველოში, საქართველოს სამეფოს ისტორიული დედაქალაქი, ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. მოსახლეობა 147 635 ადამიანი (2014). ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი იყო. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით: გეოგრაფია მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე რიონის ორივე ნაპირზე, იმ ადგილას, სადაც მდინარე მთებიდან კოლხეთის დაბლობზე გამოდის. ქუთაისი მდებარეობს ზღვის დონიდან 125-300 მეტრზე, თბილისიდან 220 კმ (რკინიგზით). ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დაბალმთიანი ოკრიბა, ჩრდილოეთით — სამგურალის ქედი, სამხრეთით და დასავლეთით კი კოლხეთის დაბლობი. დასახლების უმეტესი ნაწილი ვაკეზეა. ქალაქის ჩრდილოეთი უბნები მდინარე რიონის ორივე მხარეს გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი, უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი კი საფიჩხიის სერზე, რომელიც მდინარე რიონის ერთ-ერთ ტერასას წარმოადგენს. ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, იცის ზომიერად თბილის ზამთარი და შედარებით მშრალი და ცხელი ზაფხული. ხშირია აღმოსავლეთის ფიონური ქარი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვრისა 5,2 °C, ივლისისა 23,2 °C. ნალექები 1730 მმ წელიწადში. მდინარე რიონი ქალაქს კვეთს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ქალაქის ფარგლებში მასზე აშენებულია რიონჰესი და გუმათჰესი. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება მდინარე წყალწითელა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთში მდინარე ოღასკურა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში რიონს ერთვის მცირე მდინარე რუა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილია ძელქვის კორომი. ქალაქის ფარგლებში და მის შემოგარენში მოიპოვება საშენი მასალა, მათ შორის გოჭოურის სააგურე თიხა, ეკლარის მოსაპირკეთებელი და საკედლე ქვა, ბანოჯის მარმარილო, მოწამეთას კირქვები და სხვა. ქუთაისი შეგაყვარებთ თავს თავისი კულტურითა და ბუნებრივი ძეგლებით. ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი, რომელსაც ბაგრატის ტაძრად მოვიხსენიებთ.  აშენდა მე11 საუკუნეში, მეფე ბაგრატ მესამე ბაგრატიონის მიერ, როგორც საქართველოს გაერთიანების სიმბოლო. თეთრი ხიდი ის ადგილია სადაც, ოდითგან ქუთაისელი შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებოდნენ. აქ ყმაწვილები ცდილობდნენ თავიანთი პარტნიორებისთვის დამეტკიცებინათ თავიანთი ვაჟკაცობა და სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ. ქუთაისის ოპერის თეატრი ვენის ოპერის მცირე ანაგლოგია. სახურავზე ქუთაისელი მოქანდაკის გიორგი კიკვიძის მიერ შექმნილი 13 რომაული ქანდაკება დგას. ყოველწლიურად, 2 მაისს აღინიშნება ქუთაოსიობა, იგივე გვირილობა. პირველად დღესასწაული 1921 წელს ჩატარდა. საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულ​ოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. Დღემდე დღესასწაული ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული.  

სტატიის ავტორი:
Hama.ge
2023-07-14

სრულად ნახვა
საქართველო 
თბილისი
ქალაქი რომელსაც უყვარხარ...  თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. სახელწოდება თბილისის ძველი სახელწოდება იყო ტფილისი. ადრინდელ ქართულ წერილობით ძეგლებში სწორედ ასეთი ფორმითაა ის დამოწმებული. მაგ. ევსტათი მცხეთელის, აბო ტფილელის წამებასასა და „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტებში. საქართველოს დედაქალაქის ძველი ფორმიდან, ტფილისიდან წარმოსდგება მისი სახელი მეზობელთა ენებზე. მეზობელ ქვეყნებში ძველად ტფილისი სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა. თავდაპირველად სომხურად ტფილისი „ტფღის“-ად (სომხ. Տփղիս) ჟღერდა, ბერძნულად (ბიზანტიური ხანიდან) გვხვდება „ტიფლის/ტიფლიზა“ (ბერძ. Τιφλίδα), ხოლო ლათინურად როგორც „ტიფლისი“, „ტიფლიტანა“ ასევე „ტრიფელისი“ (ლათ. Tiphlis/Tephlis/Tiphilis; Tiphlitana; Triphelis) ასევე ჟღერს თბილისის სახელი არამეულ (არამ. ܛܦܠܝܣ; תיפליס), სპარსულ (სპარს. تفلیس) და თურქულ ენებზე (თურქ. Tiflis). რუსული «Тифлис» არამეულ-სპარსულ-თურქულ ფორმას იმეორებს, მასვე მოსდევს ევროპის ენებში დამკვიდრებული „Tiflis“. საგულისხმოა ასევე თბილისი კავკასიურ ენებზე. ის ასე გამოითქმის: მეგრულად — „ქართი“, აფხაზურად — «Қарҭ» [ქართ]. რუსული ფორმა «Тифлис» დამკვიდრებული იყო 1936 წლის 17 აგვისტომდე, როდესაც სსრ კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო აგეგმვის და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს ბიუროს წარდეგნისა დამტკიცებულ იქნა ქალაქის სახელის ახალი ფორმა რუსული ფორმა «Тбилиси», რომელიც წარმოადგენს ქართული ახალი სახელწოდების სახელობით ფორმას, თანდათან დამკვიდრდა და განმტკიცდა რუსულ ლიტერატურაში. რაც შეეხება ქართული სახელწოდების ძველ ფორმას მას რამდენიმე ხანი კვლავაც იყენებდნენ. 1937 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ქალაქის დღევანდელი სახელწოდება — თბილისი. ისტორია  მთავარი სტატია: თბილისის ისტორია. თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. სახელწოდება თბილისის ძველი სახელწოდება იყო ტფილისი. ადრინდელ ქართულ წერილობით ძეგლებში სწორედ ასეთი ფორმითაა ის დამოწმებული. მაგ. ევსტათი მცხეთელის, აბო ტფილელის წამებასასა და „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტებში. საქართველოს დედაქალაქის ძველი ფორმიდან, ტფილისიდან წარმოსდგება მისი სახელი მეზობელთა ენებზე. მეზობელ ქვეყნებში ძველად ტფილისი სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა. თავდაპირველად სომხურად ტფილისი „ტფღის“-ად (სომხ. Տփղիս) ჟღერდა, ბერძნულად (ბიზანტიური ხანიდან) გვხვდება „ტიფლის/ტიფლიზა“ (ბერძ. Τιφλίδα), ხოლო ლათინურად როგორც „ტიფლისი“, „ტიფლიტანა“ ასევე „ტრიფელისი“ (ლათ. Tiphlis/Tephlis/Tiphilis; Tiphlitana; Triphelis)[5][6]. ასევე ჟღერს თბილისის სახელი არამეულ (არამ. ܛܦܠܝܣ; תיפליס), სპარსულ (სპარს. تفلیس) და თურქულ ენებზე (თურქ. Tiflis). რუსული «Тифлис» არამეულ-სპარსულ-თურქულ ფორმას იმეორებს, მასვე მოსდევს ევროპის ენებში დამკვიდრებული „Tiflis“. საგულისხმოა ასევე თბილისი კავკასიურ ენებზე. ის ასე გამოითქმის: მეგრულად — „ქართი“, აფხაზურად — «Қарҭ» [ქართ]. რუსული ფორმა «Тифлис» დამკვიდრებული იყო 1936 წლის 17 აგვისტომდე, როდესაც სსრ კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო აგეგმვის და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს ბიუროს წარდეგნისა დამტკიცებულ იქნა ქალაქის სახელის ახალი ფორმა. რუსული ფორმა «Тбилиси», რომელიც წარმოადგენს ქართული ახალი სახელწოდების სახელობით ფორმას, თანდათან დამკვიდრდა და განმტკიცდა რუსულ ლიტერატურაში. რაც შეეხება ქართული სახელწოდების ძველ ფორმას მას რამდენიმე ხანი კვლავაც იყენებდნენ. 1937 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ქალაქის დღევანდელი სახელწოდება — თბილისი.      

სტატიის ავტორი:
ჰამა
2023-07-12

სრულად ნახვა
საქართველო 
hama
Georgian Company “Hama” offers you highest quality of handmade product made of wood , and a large assortment. Clocks Photo albums Gift boxes Lamps Picture Frames Textbooks Knitted Purses with wooden sides Puzzles Necklaces Stands and etc Thing that makes us different from others Wood is manufactured with water paint , double protection and half sparkling smudges, also wooden oil which protects the wood from changing its color and keeps the old looking effect. Graving leaves vintage effect , which you can use any color on. Manufacturing wood with this speciality and method is only done by Hama in the whole world.

სტატიის ავტორი:
Hama.ge
2023-06-21

სრულად ნახვა