hama1

ქუთაისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოშიიმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მესამე ქალაქი საქართველოში, საქართველოს სამეფოს ისტორიული დედაქალაქი, ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. მოსახლეობა 147 635 ადამიანი (2014).

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი იყო. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:

გეოგრაფია

მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე რიონის ორივე ნაპირზე, იმ ადგილას, სადაც მდინარე მთებიდან კოლხეთის დაბლობზე გამოდის. ქუთაისი მდებარეობს ზღვის დონიდან 125-300 მეტრზე, თბილისიდან 220 კმ (რკინიგზით).

ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დაბალმთიანი ოკრიბა, ჩრდილოეთით — სამგურალის ქედი, სამხრეთით და დასავლეთით კი კოლხეთის დაბლობი. დასახლების უმეტესი ნაწილი ვაკეზეა. ქალაქის ჩრდილოეთი უბნები მდინარე რიონის ორივე მხარეს გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი, უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი კი საფიჩხიის სერზე, რომელიც მდინარე რიონის ერთ-ერთ ტერასას წარმოადგენს.

ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, იცის ზომიერად თბილის ზამთარი და შედარებით მშრალი და ცხელი ზაფხული. ხშირია აღმოსავლეთის ფიონური ქარი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვრისა 5,2 °C, ივლისისა 23,2 °C. ნალექები 1730 მმ წელიწადში. მდინარე რიონი ქალაქს კვეთს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ქალაქის ფარგლებში მასზე აშენებულია რიონჰესი და გუმათჰესი. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება მდინარე წყალწითელა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთში მდინარე ოღასკურა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში რიონს ერთვის მცირე მდინარე რუა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილია ძელქვის კორომი.

ქალაქის ფარგლებში და მის შემოგარენში მოიპოვება საშენი მასალა, მათ შორის გოჭოურის სააგურე თიხა, ეკლარის მოსაპირკეთებელი და საკედლე ქვა, ბანოჯის მარმარილო, მოწამეთას კირქვები და სხვა.

ქუთაისი შეგაყვარებთ თავს თავისი კულტურითა და ბუნებრივი ძეგლებით.

ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი, რომელსაც ბაგრატის ტაძრად მოვიხსენიებთ.  აშენდა მე11 საუკუნეში, მეფე ბაგრატ მესამე ბაგრატიონის მიერ, როგორც საქართველოს გაერთიანების სიმბოლო.

თეთრი ხიდი ის ადგილია სადაც, ოდითგან ქუთაისელი შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებოდნენ. აქ ყმაწვილები ცდილობდნენ თავიანთი პარტნიორებისთვის დამეტკიცებინათ თავიანთი ვაჟკაცობა და სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ.

ქუთაისის ოპერის თეატრი ვენის ოპერის მცირე ანაგლოგია. სახურავზე ქუთაისელი მოქანდაკის გიორგი კიკვიძის მიერ შექმნილი 13 რომაული ქანდაკება დგას.

ყოველწლიურად, 2 მაისს აღინიშნება ქუთაოსიობა, იგივე გვირილობა.

პირველად დღესასწაული 1921 წელს ჩატარდა. საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. Დღემდე დღესასწაული ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული.



 

სტატიის ავტორი Hama.ge, 2023-07-14


კომენტარები