hama1

ბათუმი
მყუდრო ზღვისპირა პატარა ქალაქი, რომლის კონტრასტებიც გაკვირვებთ, განვითარების ტემპი გაოცებთ, ხოლო სიმწვანე გამშვიდებთ, ეს თანამედროვე ბათუმის მოკლე დახასიათებაა სტატისტიკისა და ისტორიის გარეშე.

ყველაზე შთამბეჭდავი ბათუმური კონტრასტი, კი ზღვისა და მთების საოცარი სიახლოვეა, რომელსაც განსაკუთრებულად ბათუმის ბულვარში სეირნობისას შეიგრძნობთ , აქ ერთმანეთს ერწყმის კავკასიონის მთებისა და შავი ზღვის  ჰაერი და თვალწინ იშლება ულამაზესი პეიზაჟები.

 

 

საოცრებათა პარკში სეირნობისას აუცილებლად მიიქცევს თქვენ ყურადღებას მარადიული სიყვარულისა ქანდაკება "ალი და ნინო", რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.  როგორც კი ქანდაკებას მიუახლოევდებით, თქვენ დაინახავთ ათობით ადამიანს, რომლებისც ცდილობენ კადრზე აღბეჭდონ ცნობილი რომანის პერსონაჟების სასიყვარულო, ნელი შერწყმა ერთმანეთთანს. მერწმუნეთ არც თქვენ დარჩებით გულგრილი ამ შთამბეჭდავი სანახაობის შემდეგ და  თქვენს კოლექციას კიდევ ერთი ლამაზი ვიდეო შეემატება.

ძველ ბათუმში სეირნობისას ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ, ვიწრო და პატარა ქუჩები,  საუკუნოვანი  სახლები ეკლექტიკური არქიტექტურით, ორიგინალური ეზოები, ისტორიული ეკლესიები, მეჩეთი და ცნობილი „პიაცა“.  რესტორანი, კაფე - ბარი და სასტუმრო, მუსიკა, ხალხმრავლობა, კონცერტები, გამოფენები და უბრალოდ სასიამოვნო  გარემო - ეს პიაცაა. 

 

ანბანის კოშკი
130 მეტრი სიმაღლის, დნმ-ის სტრუქტურული მოდელის ანალოგიური, ქართული ანბანის 33 ასოიანი კოშკი,

კოშკი ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი სუკეთესო თანამედროვე არქიტექტურული შენობაა.

თუ აჭარაში მდებარე ულამაზეს ქალაქს ბათუმს ესტუმრებით, ის სულ სხვანაირი დაგხვდებათ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თქვენ დაათვალიერებთ ბევრად დახვეწილსა და გემოვნებით შექმნილ არქიტექტურულ ნამუშევრებს, რომელიც მნახველს აოცებს, თავისი მდიდრული, საინტერესო და მოხდენილი გარემოთი, სწორედ ასეთს მიეკუთვნება  "Courtyard Marriott  By Alliance Group in Batumi" რომელიც ალიანს ჯგუფის ერთ-ერთი მსხვილი პროექტია. Redison blue batumi

კავკასიის ყველაზე მაღალ, 205 მეტრიან შენობაში განთავსებული „ლე მერიდიენ" ბათუმი ევროპული შარმითა და დახვეწილობით სავსე მოგზაურობის გამოცდილებას გპირდებათ. სასტუმრო გამორჩეულ ადგილას, ისტორიული ბათუმის ბულვარის შუაგულში, ზღვის სანაპიროდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. აქ თქვენ გელოდებათ თანამედროვე დიზიანით, ადგილობრივი ელემენტებით შთაგონებული ინტერიერითა და დახვეწილი ფერთა გამით გამორჩეული 105 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახი ულამაზესი პანორამული ხედებით.

ეს უნდა ყოფილიყო ამერიკული ტექოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც ქართველების უმეტესობა განათლებას მიიღებდა უფასოდ.

სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში (Hotel Radisson Blu Batumi) მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ზღვის სანაპირო ზოლიდან 100 მეტრში. იგი ინდივიდუალურად ესადაგება როგორც საქმიანი მოგზაურობის, ასევე შევებულებაში მყოფი დასვენების მოყვარულებს. 

 


ბათუმის ახალ ბულვარში მოქანდაკე გელა წულაძის „ყირამალა“ 2009 წელს განათავსეს. მიწაზე ცალი ხელით მდგარ ადამიანს მეორე ხელში გული უჭირავს.

რკინის კონსტრუქციები გულით, რომელიც სხვადასხვა შინაარსს ატარებს, ქანდაკებების სერიაა და როგორც ახალ, ასევე ძველ ბულვარში, სანაპიროზეა განთავსებული.



 

სტატიის ავტორი Hama.ge, 2023-07-14


კომენტარები